გერმანიამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა

28 აპრილი 2022, 14:08 1085 ნახვა

გერმანელმა პარლამენტარებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს.

უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას ხმა 693 დეპუტატიდან 586-მა მისცა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თითქმის 70 წუთიანი დებატები. 

გერმანია ასევე განათავსებს მეტ ჯარისკაცს ნატო-ს პოზიციების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში და წაახალისებს რუს ჯარისკაცებს, დადონ იარაღი და ეძებონ თავშესაფარი გერმანიასა და ევროკავშირში.

ინიციატივა არ მოიწონეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს ახლოს არის ომის გამოცხადებასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი