კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესია გენოციდად აღიარა

28 აპრილი 2022, 10:07 739 ნახვა

კიდევ ერთი ქვეყნის პარლამენტი აღიარებს უკრაინაში გენოციდს. კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გენოციდად აღიარების თაობაზე. გადაწყვეტილებას დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის წევრების განცხადებით, არსებობს "საკმარისი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და ომის მასობრივი დანაშაულების შესახებ", რომლებიც ჩადენილია მოსკოვის მიერ.

კანადის თემთა პალატის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ დაზიანებას და გაუპატიურებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი