დედაქალაქში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. გუშინ საღამოსაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული პირები. პროტესტის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი.