აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს - კობახიძე

28 აპრილი 2022, 11:37 789 ნახვა

ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ამისთვის ყველაფერი კეთდება, როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას ჩვენთვის, ბუნებრივია, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი