28 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 446 საიდანაც, 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 9. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 6 პაციენტი.
1 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.