საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 098 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.02%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 446.