დაბომბვის შედეგად ლუგანსკის რაიონში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა - უკრაინული მედია

28 აპრილი 2022, 10:21 937 ნახვა

დღის განმავლობაში, ლუგანსკის რაიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა, 10 სახლი დაინგრა პოპასნაში, 13 სახლი კი ლისიჩანსკში - ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი გაიდაიას განცხადებით, გამოყენებული იქნა ავიაცია, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, ქვემეხი არტილერია, ნაღმტყორცნები.

ღამით აფეთქებები იყო ხერსონშიც, სატელევიზიო ანძასთან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დონეცკში, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 8 პირი.

ინფორმაცია ვრცელდება სუმში დაბომბვების შესახებაც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში