მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა

27 აპრილი 2022, 22:36 756 ნახვა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის წევრებმა საგანგებო სესიაზე მიიღეს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის წევრობის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა.

გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ​ი დიმიტრო კულება გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ყველა წევრს, რომელმაც რუსეთის წევრობის შეჩერების სასარგებლოდ დააფიქსირა ხმა.

წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით ორგანიზაციას რუსეთმა სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი