მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16% კი "ნაციონალურ მოძრაობას", – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.