„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა

27 აპრილი 2022, 14:48 930 ნახვა

,,ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია რუსეთში“-აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. ორგანიზაციამ დღეს  კვლევა გაასაჯაროვა, რომელიც მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეხება.  არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა. 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ. 

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ  ამ ყველაფერმა  შეიძლება  გარკვეული საფრთხე შეუქმნას ქვეყნის საგარეო კურსს, და რომ, დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ივანიშვილის ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი