„ჩვენი მიზანია რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, რომ მეზობლები დაჩაგროს“. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რამშტაინის ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ უკრაინაში 62-დღიანი ომის პერიოდში რუსეთმა დიდი დანაკარგი ნახა, როგორც ადამიანური რესურსის, ისე სამხედრო აღჭურვილობის კუთხით. პენტაგონის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი უფრო სუსტია.
ის არ გამორიცხავს, უკრაინამ მომავალში ისევ სცადოს ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ამ ეტაპზე მთავარი უკრაინაში ომის დასრულებაა.