უკრაინული მედია: ხერსონში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია დაარბიეს

27 აპრილი 2022, 14:07 644 ნახვა

ხერსონში ადგილობრივებმა ფსევდორეფერენდუმისა და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა აქცია ცრემლსადენი გაზისა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენებით დაარბიეს.  გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 მოქალაქე.  

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარზე  დაყრდნობით,  მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ  პირველიდან 10 მაისამდე  რუსები ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში