15 წელია ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში მისწრაფებებს. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა, ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისკენ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.ნედ პრაისის თქმით, ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, ეს არის პროცესი, რომელსაც ზედამხედველობას ალიანსი უწევს.
აშშ საქართველოსთან პარტნიორობას გააგრძელებს მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით და ასევე იმის დასაცავად, რასაც უკვე მიაღწიეს - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.