ბათუმში შარაშიძის ჩიხებში უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყო სანიაღვრე სისტემები.
ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. შარაშიძის ჩიხების რეაბილიტაციისთვის ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ჯამში 3 მილიონამდე ლარი გამოიყო.