შეხვედრა ტუროპერატორებთან ვილნიუსში

27 აპრილი 2022, 11:08 689 ნახვა

აჭარის ტურისტული პროდუქტები და საქართველოს    ტურიზმის ტურისტული  შესაძლებლობები  გააცნეს  ვილნიუსში,  ლიეტუველ  ტუროპერატორებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს წელს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნიდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებზე.

ქართული ტურისტული კომპანიების და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებმა ესტონელ კოლეგებთან თანამშრომლობის და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხი განიხილეს. ვილნიუსში  გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში და "ეარ ბალტიკის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციები და შეხვედრები ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით გაიმართა.  ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრები  დაგეგმილია ესტონეთსა და ლატვიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი