27 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 649 საიდანაც, 307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 11. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი.
1 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.