მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება დღეიდან ქუჩაშია შესაძლებელი. მომსახურების სააგენტომ უნდა გამოაქვეყნოს ქუჩების ზუსტი ჩამონათვალი, სადაც საგამოცდო მოძრაობა იქნება ნებადართული. ცვლილების მიხედვით, გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორად გაიყო და სპეციალური სივრცის გარდა მომავალ მძღოლს გამოცდის ჩაბარება ქუჩაში მოუწევს. თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეებს პრაქტიკის ჩაბარების უფლება ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ. მათ ვინც თეორია 25 აპრილამდე ჩააბარეს პრაქტიკულ ნაწილზე კვლავ ძველი წესით სპეციალურ მოედანზე გაივლიან.