მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა

26 აპრილი 2022, 12:02 2593 ნახვა

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება დღეიდან ქუჩაშია შესაძლებელი. მომსახურების სააგენტომ უნდა გამოაქვეყნოს ქუჩების ზუსტი ჩამონათვალი სადაც საგამოცდო მოძრაობა იქნება ნებადართული.

სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით კანონში ცვლილება გუშინ შევიდა, რომლის მიხედვითაც გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორად გაიყო და სპეციალური სივრცის გარდა მომავალ მძღოლს გამოცდის ჩაბარება ქუჩაში, რეალურ სივრცეში მოუწევს.

თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეებს პრაქტიკის ჩაბარების უფლება ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ.

მათ ვინც თეორია 25 აპრილამდე ჩააბარეს პრაქტიკულ ნაწილზე კვლავ ძველი წესით სპეციალურ მოედანზე გაივლიან.

შეიქმნა თუ არა რაიმე სახის დაბრკოლებები გამოცდის შეცვლილი წესით ჩატარებისას პროცესს დღის განმავლობაში მივადევნებთ თვალს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი