საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

26 აპრილი 2022, 10:59 981 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 576 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 245, „პისიარ“ ტესტით – 1 331.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,05%, ბოლო შვიდი დღის – 1,05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 1, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 108 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 877 175 აცრა, დღიურად აცრილია 16.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი