15 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 483 საიდანაც, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 9. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 4 პაციენტი.
1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.