საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

25 აპრილი 2022, 11:02 986 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 213 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 243 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 179, „პისიარ“-ტესტით – 1 064.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,18%, ბოლო 7 დღის – 1,14%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარა - 1, იმერეთი - 9, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 0, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 004 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 321 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი