უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ზუსტად ორი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში პუტინის ხელწერა არ შეცვლილა. პირველივე დღიდან რუსული აგრესიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა, დასახლებული პუნქტები და ჰუმანიტარული კორიდორებია.
ზელენსკი მზად არის შეხვდეს პუტინს, თუმცა, თუ რუსეთი მარიუპოლში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას გააგრძელებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო რეფერენდუმს ჩაატარებს, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს. ომის დასასრულის დასაწყებად ორი პრეზიდენტის შეხვედრაა საჭირო.
სხვა ქვეყნის ლიდერები ცდილობენ ზელენსკი-პუტინის შეხვედრა შედგეს, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ ჩანს. ხვალ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი გამართავს.
ამასთან დღეს გვიან უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს ელოდებიან. მოლაპარაკებების თემა იარაღი იქნება, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად სჭირდება.