სამხედრო დახმარება უკრაინას

24 აპრილი 2022, 12:50 1644 ნახვა

დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ესტუმრებიან და მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება შაბათს.

მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოლაპარაკებების თემა იქნება იარაღის სახეობები, რომლებიც ესაჭიროება უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად.

დასავლეთი უკრაინის სამხედრო ტექნიკით მომარაგებას განაგრძობს. ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანმანქანებს გაუგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი