საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" გასვლაზე ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოს" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 0-3 დაამარცხა.
მე-13 წუთზე ანგარიში ჯოვინო ფალამარიონმა გახსნა.
12 წუთში ფალამარიონმა ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ დუბლი შეასრულა და "დინამომ" ტაიმი 0-2 მოიგო.
64-ე წუთზე ჯოვინომ უკვე თავი საგოლე გადაცემთ გამოიჩინა და გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო.
ამით ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა.
ბათუმელები 9 ტურის შემდეგ 22 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. მეორე ადგილზე მყოფ გორის "დილას" კი 19 ქულა აქვს.
შემდეგ ტურში გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის "დინამო" 29 აპრილს გასვლაზე ბოლნისის "სიონის" ესტუმრება.