თითქმის 2 თვეა აგრესორი რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს. ამჯერად ოკუპანტების სამიზნე ოდესა გახდა, სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი. დაშავებულია 18 მოქალაქე. ეს არაა საბოლოო მონაცემები და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.უკრაინული მხარე ვარაუდობს რომ ოდესაში რუსებმა მინიმუმ 6 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.
რთული მდგომარეობაა მარიუპოლშიც, რომელიც თითქმის მიწასთანაა გასწორებული, აზოვსტალის ქარხანაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გაყვანას ითხოვენ, გავრცელდა მძიმე კადრები, სადაც ბავშვები ყვებიან რომ ცისა და მზის დანახვა ენატრებათ. მტერს უტევს უკრაინაც.
უკრაინის ძალებმა რუსეთის 49-ე სამხედრო დანაყოფის შტაბი გაანადგურეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 გენერალი.