რუსულმა ძალებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რის გამოც ოფიციალურმა პირებმა აღდგომის წინ „კომენდანტის საათი“ დააწესეს, - ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მისი თქმით, „კომენდანტის საათი“ 19:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე იმოქმედებს.
ომის დაწყების შემდეგ ბევრი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. უკრაინიდან პოლონეთს თითქმის სამმა მილიონზე ადამიანმა შეაფარა თავი - ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვა ავრცელებს.