მარიუპოლს რუსეთი ვერ აკონტროლებს

23 აპრილი 2022, 15:09 867 ნახვა

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქში დილით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ქალაქ ბარვენკოვოსკენ გადაადგილებას ცდილობენ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინულმა ძალებმა მტრის რვა შეტევა მოიგერიეს.

„განადგურებულია რუსეთის 9 ტანკი, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული მანქანა, ტანკერი, სამი საარტილერიო სისტემა“, - ნათქვამია მოხსენებაში. რუსეთის გენშტაბი უკრაინის დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ თითქოს უკრაინული ძალები ალყაში მოქცეულ მარიუპოლში პოზიციას ინარჩუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი