მამარდაშვილს "ვალენსიაში" სადებიუტო სეზონში პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს

23 აპრილი 2022, 13:48 1039 ნახვა

დღეს ესპანეთში კოპა დელ რეის თასის ფინალში  ტიტულისთვის "ვალენსია" და "ბეტისი" იბრძოლებს.

17 წლის შემდეგ ტოპ 5 ჩემპიონატის თასის ფინალში ქართველ  ფეხბურთელს პირველად აქ შანსი მიიღოს მონაწილეობა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით დღევანდელ საფინალო შეხვედრაში "ვალენსიას" კარს 21 წლის გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

სეზონის დასაწყისში გიორგი "ვალენსია" მთავარი გუნდის მეკარედაც არ განიხილებოდა, თუმცა მისი სტაბილურობის გამო ძირითადი გუნდის განაცხადში მოიპოვა ადგილი და "ვალენიას" არაერთ შეხვედრაში დაეხმარა.

ფინალური მატჩი სევილიაში თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3-ჯერ "ბეტისი" დარჩა გამარჯვებული , ერთჯერ ფრედ დასრულდა და ერთის "ღამურებმა" მოიგეს.

მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების გარდა გუნდები  ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებას შეძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი