საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს სხდომა გამართა.
ხმათა უმრავლესობით, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა საჭირო ხმები ვერ მიიღო.საბჭოს სხდომას რვა წევრი ესწრებოდა.
სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით ირჩევს.