გამოკითხულთა 64%-ი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას - NDI-ის კვლევა

21 აპრილი 2022, 17:41 669 ნახვა

,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. 

გამოკითხულთა 6%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, გამოკითხულთა 64% კი მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, ან არ აქვს კითხვაზე პასუხი.

,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის'' დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%.

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში