„ქართული ოცნება“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

21 აპრილი 2022, 14:52 892 ნახვა

"ქართული ოცნება" ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული: პირველი - ერთიანი საქართველო, მეორე - საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით - წერია განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო პარტიის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით ავრცელებს - ტექსტში საუბარია მიღწევებსა და დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე.

როგორც ამბობენ პირველი ქართული ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

ასევე საუბარია, იმაზეც, რომ მათი მმართველობის დროს აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. საუბარია მედიის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი