რუსეთი უარს ამბობს გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებაზე და სააღდგომო ზავზე არ თანხმდება. “ტაქტიკური ფსევდოსამშვიდობო მოწოდება” - ასე შეაფასა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ანტონიო გუტერეშის წინადადება, რომელიც უკრაინაში სააღდგომო ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გულისხმობდა.
რუსეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის შესაბამისი ვიდეო გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.