ვენესუელის პარლამენტის გადაწყვეტილება

08 იანვარი 2025, 15:05 123 ნახვა

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ლათინური ამერიკის ქვეყნების რამდენიმე ყოფილი პრეზიდენტი ვენესუელის საქმეებში მათი ჩარევის გამო „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.
ასამბლეამ დოკუმენტი ერთხმად მას შემდეგ მიიღო, რაც ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილმა ლიდერებმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ ედმუნდო გონსალესს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ყოფილი პრეზიდენტები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოახლოებული ინაუგურაციის წინ ვენესუელაში დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
არასასურველ პერსონად გამოცხადებულთა შორის არიან კოლუმბიის და მექსიკის ორი ყოფილი ლიდერი. ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი ყოფილი ლიდერი დაკავშირებულია ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა და კორუფცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში