21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოვიდპაციენტის გარდაცვალების შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 399 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით.