საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში პირველი მატჩი გამართა და ბელგიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. ქართველმა ჰოკეისტებმა პირველი პერიოდი 3:2 მოიგეს. ანგარიში მესამე წუთზე ნიკიტა ბუკიამ გახსნა. მე-8 წუთზე ბელგიელებმა წონასწორობა აღადგინეს, მომდევნო შეტევაში კი დაწინაურებაც მოახერხეს.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გაათანაბრა, პირველი პერიოდის მიწურულს კი მეტოქის კარში მესამე შაიბაც გაიტანეს და პირველი 20 წუთი გამარჯვებით დაასრულეს. თავი ჯერ ალექსანდერ კირეევმა, შემდეგ კი ივან კარელინმა გამოიჩინა. მეორე პერიოდში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, ისიც ბელგიელების მხრიდან, გამარჯვების გოლი კი მესამე პერიოდში, 51-ე წუთზე ანდრეი რომანოვმა გაიტანა.
ქართველი ჰოკეისტები მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას დღეს, მასპინძელი ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.