წელს ბათუმში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც ათასზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ერთი-ერთი ჩაქვში, მეზღვაურთა ქუჩაზე შენდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი და საბავშვო ატრაქციონები.
საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის 3 მილიონ 475 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.