18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 357 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 970 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 436 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 534 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.21%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 986 საიდანაც, 347 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 191, აჭარაში - 19, იმერეთში - 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 639 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.