„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა.აქციის მონაწილეებს ადგილზე სიმბოლურად მიტანილი ჰქონდათ სათამაშო გემი და სამგლოვიარო ყვავილები.
აქციის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისიდან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
მათსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.