52 ღამეა ასი ათასობით უკრაინელს სირენებისა და რაკეტების საშინელი ხმა ესმით. არავინ იცის, სად ჩამოვარდება ისინი და ვის მოკლავს.
ოკუპანტების მთავარი სამიზნე ახლა კიევია. იქ დილიდან ისმოდა აფეთქებების ხმა.
რუსეთი ომის დაწყებიდან ცდილობს დედაქალაქის აღებას, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებს.
კიევის მერი მოსახლეობას მიმართავს ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 200 ბავშვია დაღუპული. დაშავებულია უფრო მეტი.