უკრაინაში ომი გრძელდება, ბოლო ინფორმაციით აფეთქებები მოხდა კიევსა და ლვოვში. მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჯამში 200 ბავშვია დაღუპული, დაშავებულია 360. ამასთან, დაბომბვების შედეგად 1 018 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 95 სრულად.
ბოლო ინფორმაციით უკრაინამ რუსი დამპყრობლების 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.