„ნაპოლის“ დირექტორმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დაადასტურა

15 აპრილი 2022, 11:33 865 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ჩარიცხვას ერთი ნაბიჯი აშორებს, მაგრამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე „ნაპოლი“ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებდა.

პირველად დუმილი კრისტიანო ჯუნტოლიმ დაარღვია - „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კლუბს ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გააჩნია. ჯუნტოლიმ ამის შესახებ რადიო კის ნაპოლისთან ისაუბრა.

„კვარაცხელიას დიდი ხანია თვალს ვადევნებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ „ნაპოლიში“ მოვიყვანოთ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, სანამ ბაზარი მომწიფდება. კვარაცხელია ჩვენს სიაში ერთ-ერთი პირველია, მას აქვს „ნაპოლიში“ თამაშისთვის საჭირო თვისებები- ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად. ის საინტერესო მოთამაშეა და ჩვენ „ნაპოლში“ მის ჩამოყვანას ვეცდებით“, – განაცხადა კრისტიანო ჯუნტოლიმ.

იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხვიჩას ტრანსფერი "ნაპოლის" დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი