კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა - უკრაინული მედია 

15 აპრილი 2022, 08:12 1066 ნახვა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

''ბიბისის'' ცნობით, კი გვიან ღამით აფეთქებები კიევის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაისმა. ოკუპანტების იერიშებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დონეცკში. დაშავდა 7 პირი.  

კიევში არსებული ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა

ბუჩას მერი კი ამბობს, რომ ქალაქში აღმოჩენილი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს.  

"მარიუპოლის დებლოკადა შესაძლებელია“- ამის შესახებ "აზოვის" ბატალიონის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.  მისივე თქმით, ბატალიონის მებრძოლებს „საკმარისი სულისკვეთება აქვთ იმისთვის, რომ დაიცვან ქალაქი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.

ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტის შემდეგ რუსეთის ბლოკადაში იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში