აქცია მახინჯაურში

14 აპრილი 2022, 18:29 1149 ნახვა

მახინჯაურში ავტობანის მშენებლობით დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. 11 ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი საცხოვრებლები მას შემდეგ დაიბზარა რაც ავტობანის მშენებლობა დაიწყო. მოქალაქეების მტკიცებით, იყვნენ ექსპერტებიც, შეაფასეს მდგომარეობა თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა. ოჯახების ნაწილი ქირით უსაფრთხო ადგილას საკუთარი ხარჯებით თავად გავიდა. აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უპასუხეს. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნული 11 ოჯახის განცხადება უწყებაში ჯერ არ შესულა. აქვე სალომე წურწუმია განმარტავს, რომ თუკი სახლების დაზიანება ექსპერტიზით არ დასტურდება და ბზარები სახლებს სიძველის გამო აქვს სახელმწიფო ამ ზიანს ვერ აანაზრაურებს.. თავის მხრივ ოჯახები კი ირწმუნებიან, რომ გზების დეპარტამენტს წერილობთ არაერთხელ მიმართეს და ახლა მართომასტაბიან აქციას გეგმავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი