გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე.
მათივე განცხადებით, აღნიშნულმა შესაძლოა ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.