ოფიციალურად დავითაშვილი ''დინამოს'' ფეხბურთელია

13 აპრილი 2022, 21:01 1492 ნახვა

ოფიციალურად ზურიკო დავითაშვილი ბათუმის "დინამოს'' ფეხბურთელია.

21 წლის დავითაშვილი რამდენიმე კვირაა ბათუმელებთან ერთად ვარჯიშობდა და ახლა უკვე ''დინამოს'' შემადგენლობაშიც ითამაშებს.

ახალწვეული მოქმედი ჩემპიონის რიგებში 30 ნომრიან მაისურს მოირგებს. ფეხბურთელი ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ტულის "არსენალში" თამაშობდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ კი დავითაშვილმა და კვარაცხელიამ უეფას და ფიფას სანქციები გამოიყენეს და რუსეთი დატოვეს.

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. ზურიკომ საქართველოს ნაკრების მაისურით 16 შეხვედრა გაიმართა და 2 გოლის გატანა შეძლო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი