გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან უკრაინაში 1 892 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 153 არასრულწლოვანი, ხოლო დაშავდა 2 558 პირი. ინფორმაციას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ავრცელებს.
ოფისის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებშია.
მათივე განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ფეთქებადი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების შედეგად.