“თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება მედიას. “- ამ შეძახილებითა და მოწოდებებით საპროტესტო ავტო მარში გაიმართა ბათუმში. აქციის მონაწილეები თავდაპირველად დროშებითა და მეგაფონებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მათ მოგვიანებით შეუერთდნენ გაზეთ ბათუმელებთან შეკრებილი მარშის მონაწილეები. საბოლოოდ ავტოკოლონა ხიმშიაშვილის ქუჩის გავლით სარფის მიმართულებით დაიძრა. მარშის მონაწილეები ასევე საუბრობენ, ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ქვეყანამ ევროპულ კურსს არ უნდა გადაუხვიოს.