საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ სამ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა მხოლოდ ორი წევრი აირჩია. დეპუტატებმა ვასილ მაღლაფერიძის და ლაშა ტუღუშის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. ლიკა შავგულიძის კანდიდატურა კი ჩააგდეს.
ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა ასარჩევად პარლამენტს ფრაქცია - “ქართულმა ოცნებამ“, ლაშა ტუღუში - სახალხო დამცველმა, ლიკა შავგულიძე კი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა.
ახალი წევრები 6 წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიეს.