ახალი წლის მოახლოებას ბათუმელებს დილიდან სანტა კლაუსები აუწყებენ. სანტები ველოსიპედებითა და მატარებლით ქალაქის ქუჩებში მოძრაობენ და შემხვედრებს დამდეგ 2017 წელს ტკბილეულით ულოცავენ. აქცია ბათუმის მერიისა და ავტოტრანსპორტის ორგანიზებით ტარდება. ევროპის მოედანზე კი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. ბავშვების განწყობაზე ელფები, ზღაპრის გმირები და სანტა ზრუნავს. 19 საათიდან კი აქვე არსებულ დიდ სცენაზე დღის მთავარი ღონისძიება გაიმართება. ევროპის მოედანზე შეკრებილებისთვის ცოცხალი ბენდი “საუნდ ლაბი” დაუკრავს.