13 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 234 საიდანაც, 378 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 21. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 14 პაციენტი.
2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.